„არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“ – ბრიტანეთის პრემიერი გაეროს ასამბლეაზე

გაეროს ასამბლეაზე გამომსვლელების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა, რუსეთი და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. როგორც ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა აღნიშნა, ეს არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია.

„2022 წელი შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორიტარული სახელმწიფოს ისტორია, რომელმაც თავისი ტანკები მიაყენა მშვიდობიანი მეზობლის საზღვართან და დაიმორჩილა საკუთარი ხალხი. ამის ნაცვლად, ეს არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია. მზარდი აგრესიის ფონზე, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს მოქმედების ძალა და სიმტკიცე მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. პირობას ვდებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ან გავზრდით უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ტრასმა.

მისივე განცხადებით, თავისუფალ სამყაროს ეკონომიკური სიძლიერეც სჭირდება და ამას ყველა გააკეთებს უკრაინისთვის.

„დიდი შვიდეული ქვეყნებმა და ჩვენმა თანამოაზრე პარტნიორებმა უნდა იმოქმედოს როგორც ეკონომიკურმა ნატო-მ, კოლექტიურად დაიცვან ჩვენი კეთილდღეობა. თუ პარტნიორის ეკონომიკა გახდება აგრესიული რეჟიმის სამიზნე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ყველამ ერთისთვის და ერთმა ყველასათვის. თავისუფალ სამყაროს სჭირდება ეკონომიკური სიძლიერე, რომ უკან დაახევინოს ავტორიტარულ აგრესიას და გაიმარჯვოს ამ სტრატეგიული მეტოქეობის ახალ ეპოქაში“, – განაცხადა ტრასმა.

 

მსგავსი თემები