,,საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“- ირაკლი ზარქუა

,,ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე ხოტბას ასხამდნენ კეზერაშვილს, ახლა თურმე მიუღებელია, უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესია მასთან სიახლოვე,”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო.

„სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე კეზერაშვილს ხოტბას ასხამდნენ, თითქოს ის იყო დემოკრატიის შუქურა, გადამრჩენელი და ახლა თურმე მიუღებელია, უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესია მასთან სიახლოვე. ვერ ჩამოყალიბდნენ, არ იციან, რა ქნან. ხან აგინებენ, ხან ლანძღავენ. ამ კაცს ის ფულები დაუბრუნონ უკან, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გამოართვეს თავდაცვის სამინისტროსგან და ჩვენი ჯარისკაცებისგან მოპარული ფული. შემდეგ იქნება გულწრფელი მელია. ახლა, როცა ერთმანეთში რაღაცები ვერ გაიყვეს, აღმოჩნდა, რომ თურმე მიუღებელია. ესეც მათი შიდასამზარეულოა. საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები