ბალტიის ქვეყნები რუსეთიდან გამოქცეულებს არ მიიღებენ

პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ნაწილობრივ მობილიზაციას ეხება, რუსეთიდან მამაკაცები გარბიან. გარბის ყველა, ვისაც სადმე წასვლა შეუძლია, ვისაც არ შეუძლია, პროტესტს ქუჩაში გამოხატავს და აკავებენ კიდეც.

ბალტიის ქვეყნები აცხადებენ, რომ არ მიიღებენ რუსეთიდან გამოქცეულებს, რომლებიც რომლებიც სამხედრო მობილიზაციას ემალებიან.

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, რუსეთის მოქალაქეებს არ მიიღებენ, რომლებმაც ქვეყანა სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთიდან წამოსულები დიდი რაოდენობით შემოდიან, საქართველოდ. ვინც ბილეთების ყიდვა მოახერხა, თვითმფრინავით შემოდის, ვინც არა, სახმელეთო გზით.

მსგავსი თემები