,,ჯო ბაიდენის გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმარია ზახაროვას  აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა „უხამსად“ მიაჩნია. ზახაროვას განცხადებით, ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის სიტყვების არასწორი ციტირება მოახდინა.

„რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას, აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია, რითაც ის დაიწყო. საქმე იმაშია, რომ მან დაიწყო ვითომ რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით და რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება“, – განაცხადა ზახაროვამ.

,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ“ – ჯო ბაიდენი გაეროს სესიაზე – (mcm.ge)

მსგავსი თემები