ავარია ბათუმში მსხვერპლით დასრულდა – გარდაიცვალა 2 ადამიანი

ორი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით, თამარის დასახლებაში, ე.წ ბარცხანის ხიდთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ადგილობრივების განცხადებით გზის ამ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, ისინი შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიაზე შუქნიშნის განთავსება.

მეტი...

რეისი კიევი-თბილისი დაჯავშნილია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაპირება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ გუშინ მოისმინა. ამჯერად, მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ჩამოსვლის თარიღი დააკონკრეტა და 2 ოქტომბერს, კიევი-თბილისის რეისზე გაკეთებული ჯავშნის ფოტოც გაავრცელა. სააკაშვილის განცხადებას მორიგ საარჩევნო ტრიუკს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  “ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებულები არიან, რომ ლიდერის დაპირება აუცილებლად შესრულდება. მე-3 პრეზიდენტის თანაგუნდელებზე არანაკლებ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს თაკო ჩარკვიანს. სააკაშვილის ფაქტორის კიდევ ერთხელ გააქტიურებას, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ნაწილი მის ჩამოსვლას გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გეგმები საერთო მიზანზე გავლენას ვერ მოახდენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1929 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 33 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1914 პირი. გუშინ საქართველოში 32 522 ტესტი ჩატარდა.

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში ვლადიმერ პუტინს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ერდოღანი სოჭში პუტინის მიწვევით მიემგზავრება. გავრცელებული ინფორმაცით, ორი ქვეყნის ლიდერის საუბრის მთავარი თემა ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო საკითხები იქნება, მათ შორის, სირიის, ლიბიისა და ავღანეთის საკითხი. ბოლოს პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს წელიწად-ნახევრის წინ შეხვდნენ.

მეტი...

მარია კალიურანდის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მკაფიოდ უთხრა, რომ არანაირი პროვოკაცია არ უნდა დაუშვას

ესტონელი ევროპარლამენტარი საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს. მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მან ყოფილ პრეზიდენტს მკაფიოდ უთხრა, არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ევროპარლამენტარის აზრით, წინასაარჩევნო პერიოდი რთული და კრიტიკულია. “მე როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი ვამბობ, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს” – ამბობს ინტერვიუში მარინა კალიურანდი. მისი განცხადებით, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა გამოხატოს ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დააფიქსირებენ. ევროპარლამენტარისთვის ასევე მნიშვნელოვანია შარლ მიშელის…

მეტი...

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღება – დაკავებულია სომხეთის მოქალაქე

დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე სომხეთის მოქალაქეა დაკავებული. ფინანსური პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა 3 ათასზე მეტი რაოდენობის ყალბი აქციზური მარკა თბილისში 2 700 დოლარად გაყიდა – მოქალაქის აყვანა სწორედ რეალიზაციის დროს მოხდა. დაკავებულს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

მეტი...

“სომხეთს ომის ყველა ტყვე დავუბრუნეთ” – ილჰამ ალიევი

ომის ყველა ტყვე, რომელიც ტყვედ ომის დროს ჩავარდა, სომხეთში დაბრუნდა. ჩვენ დავაბრუნეთ ისინი ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენს ტყვეებს დაგვიბრუნებდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი მტკიცებით, სომხეთის ის მოქალაქეები, რომლებიც აზერბაიჯანში დაკავებული რჩებიან, ომის ტყვეები არ არიან, ვინაიდან იქ ომის შემდეგ ჩავიდნენ და დანაშაული ჩაიდინეს, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ. „ისინი, ვინც ჩვენ გვყავს, ყველა საერთაშორისო კონვენციის თანახმად, არ შეიძლება ჩაითვალონ ომის ტყვეებად. ომის ტყვეები არიან ის ადამიანები, ვინც ომის დროს დააკავეს. 10 ნოემბერს ომი შეწყდა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, დეკემბრის დასაწყისში ჩვენ აღმოვაჩინეთ დივერსიული…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება, რომელიც „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართება. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

მეტი...

ვაქცინის ნაწილი ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე ვადიანია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,  ქვეყანაში ვაქცინაციის მარაგი შეუზღუდავია.  „ვაქცინაციის გეგმის სამიზნე მოზრდილი მოსახლეობის 60% იყო, რაც დ 1 700 000 მოქალაქეს ნიშნავს. ცოტა გვაქვს დარჩენილი მილიონი მოქალაქის მოცვამდე. აუცილებელი იქნება მეტი აქტივობა, გასვლითი ღონისძიებები, მობილური ბრიგადების აქტიური გამოყენება და საგანმანათლებლო კამპანიის გააქტიურება. ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი. იყო გარკვეული მღელვარება ვადებთან დაკავშირებით, რაც აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, „ფაიზერის“ მარაგი, რომელიც ქვეყანაში არის,  ნაწილს ვადა აქვს ნოემბრის ბოლომდე, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე.  ვფიქრობთ, რომ ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაცია, მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ“ – აცხადებს თამარ გაბუნია.

მეტი...

სკოლის დირექტორებმა უნდა შეისწავლონ რამდენი მშობელია აცრილი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის დირექტორებმა უნდა იცოდნენ, რამდენი მასწავლებელი და რამდენი მოსწავლის მშობელია აცრილი. „რეკომენდაცია აქვთ დირექტორებს, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა იაცრან დანარჩენი, ვინც არ არიან აცრილები. ამავე დროს, დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, შეისწავლონ  თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილი და ასევე მოუწოდონ მათ. უსაფრთხო სკოლა ნიშნავს, რომ სკოლაში ყველა აცრილია და ასევე ბავშვის მშობლები, ბებია-ბაბუები თუ მასთან ცხოვრობენ, ისინიც არიან აცრილი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

მასწავლებლებისა და ექიმებისთვის აცრა სავალდებულო უნდა იყოს   

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით მასწავლებლებისა და ექიმების აცრა სავალდებულო უნდა იყოს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საკუთარი სურვილით მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აპირებს აცრას. „დაავადებათა კონტროლის ცენტრმა  საკოორდინაციო საბჭოზე წარადგინა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ეხება აცრების ინტენსიფიცირებას, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი  მექანიზმებით. არსებობს პირდაპირი, როდესაც კანონით ავალებ და არსებობს ასევე არაპირდაპირი მექანიზმი, რომელიც აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში. იმედია, რომ ჩვენთანაც იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული“ – აცხადებს გამყრელიძე. მისივე შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა და განხილვა მიდის. „რესურსი იმისა, რომ უფრო გაძლიერებული საინფორმაციო კამპანიით კიდევ მოვიდნენ ადამიანები ასაცრელად თავისი…

მეტი...

სკოლებში მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბრიდან, ყველა მოსწავლე ვალდებულია, სკოლაში პირბადე ატაროს.       „4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება. ეს  ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. საჯარო და კერძო სკოლებში, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში. რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასევე, 4 ოქტომბერს მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი გააგრძელონ აუდიტორიებში. ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული და სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება“ –  განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.  “დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები,“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მეტი...

“გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს” – გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილზე

ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, სწორია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. „ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება. რეალობის გამომხატველი ამბავია, ჩვენს საზოგადოებას ეს მოლოდინი აქვს. ამას სირთულეები ყოველთვის ახლავს, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლია. ტრადიციის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ბოკერია. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის…

მეტი...

“სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში არ იკვეთება მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი კავშირი” – თაკო ჩარკვიანი

მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას და ღირსეულ დახვედრაში ვგულისხმობ საერთო-სახალხო მოძრაობაში მოქალაქეთა რაოდენობას,  – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ მოძრაობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზენით შეიქმნა, ინტერნეტის საშაუალებით 101 ათასზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. „ცხოველი ინტერესია გაწევრიანებისა და მომსვლელების. ამას ყველაფერს სჭირდებოდა ორგანიზაცია და ამიტომ გაკეთდა საერთო-სახალხო მოძრაობა სააკაშვილის მშვიდობიანი დაბრუნებისთვის. ამ ადამიანების მთავარი იარაღი რაოდენობაა“, – აცხადებს ჩარკვიანი. მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით სწორი პოლიტიკური სხვლა იყო. „მე ვღელავ და ყოველთვის ჩემი ამომავალი წერტილია, განსაკუთრებით 90-იანების შემდეგ, რომ ერთმანეთთან სუფთად გავიაროთ სამომავლოდ, არ დავხოცოთ…

მეტი...

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლას ვერ ახერხებენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლას ვერ ახერხებენ. როგორც თავად აცხადებენ, მათ დეკანოზთან შეხვედრის საშუალება უკვე წელიწადზე მეტია არ ეძლევათ. მათივე თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით პრობლემა ხელოვნურად არის შექმნილი, რათა ადვოკატებს არ ჰქონდეთ მასთან კომუნიკაციის საშუალება. გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კი ამბობენ, რომ ვიზიტისთვის განკუთვნილი ადგილი დაკავებულია. “დეკანოზის მხრიდან სულ რამდენიმე დღის უკან მოვიდა წერილი, სადაც ითხოვს, რომ მე და ბატონი გიორგი ფანცულაია სასწრაფოს შევსულიყავით მასთან. შესაბამისად, ჩვენ როგორც მისი უფლებების დამცველნი და იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენ წამოვედით, მაგრამ როგორც ყოველთვის, დღესაც დილიდან არის შემდეგი პასუხი…

მეტი...

“უტოპიურად ჟღერს კოალიციის შექმნა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან გახარიასთან” – გიორგი ვოლსკი

მმართველი გუნდი კოალიციური მთავრობის შექმნას ამ ეტაპზე გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და გახარიას გუნდთან თანამშრომლობა “ქართული ოცნებისთვის” უტოპიაა. “მართალი გითხრათ, პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა მომამვალში სწორედ ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ დღევანდელ ვითარებას თუ გავაანალიზებთ, რომელი პარტიები არიან პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, უტოპიურად ჟღერს კოალიციის შექმნა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან გახარიასთან, რომელიც “ნაცმოძრაობის” ნაწილად იქცა,”- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

მეტი...

“სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, ჩვენ მეორედ არ ავარევინებთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მეორედ ამის საშუალება აღარ მიეცემა. „სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა. ჩვენ მეორედ არ ავარევინებთ და დავანგრევინებთ ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

ბარსელონა, ვენა, ბერლინი, აბუ-დაბი – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მალე ახალი მიმართულებები დაემატება

მალე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისები დაემატება: ბარსელონა – 31 ოქტომბრიდან; ვენა – 2 ნოემბრიდან; ბერლინი – 2 ნოემბრიდან; აბუ-დაბი – 16 დეკემბრიდან.  ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 15 მიმართულებით ასრულებს. გახსნიდან დღემდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 3 100 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღესვე, ქუთაისსა და კრაკოვს შორის ავიამიმოსვლა განახლდა. ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 9 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ის 17 თანამშრომელი, რომლებიც ე.წ. ლოქდაუნის დროს ჯანდაცვის…

მეტი...

“ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა დასრულდება მხოლოდ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით. აღნიშნულის შესახებ ქადაგიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა კოალიციურ მთავრობაზე ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუს დროს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. „პრეზიდენტი მონა აღარ არის? გახსოვთ, რომ თქვენი ტელევიზიები სალომე ზურაბიშვილს „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მონას ეძახდნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩვენ მონებს კი არ ვუჭერთ მხარს, რეალურ პოლიტიკოსებს ვუჭერთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ფრანგულ გამოცემა „კვირის ჟურნალთან“ ინტერვიუს შესახებ დასმული კთხვის საპასუხოდ…

მეტი...

ემანუელ მაკრონი ფოტოგრაფს მისი საცურაო კოსტიუმში გადაღების გამო უჩივის

ემანუელ მაკრონი ფოტოგრაფს მისი საცურაო კოსტიუმში გადაღების გამო უჩივის. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ფოტოების გამოქვეყნება პირად სივრცეში შეჭრაა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. მანამდე, საფრანგეთის სასამართლომ, 62 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო მაკრონის შეურაცხყოფისთვის, რომელმაც პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერის სახით გამოსახა.

მეტი...

თელმიკო“ განახლებულ ქოლცენტრსა და მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს გახსნის

29 სექტემბერს, 11:00 სთ-ზე „თელმიკო“ განახლებულ ქოლცენტრსა და მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი და „თელმიკოს“ ხელმძღვანელი პირები. მისამართი: ოთარ ჩხეიძის №10, თბილისი. საკონტაქტო პირი: ნინო ბენდელიანი, 595110500.

მეტი...

“ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს ცვლის?” – გიგა ბოკერია

ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის, და ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის არ იცვლება ამოცანა იმის მიხედვით, რას იტყვის და გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა და როდის ჩამოვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, ამის მიღმა არის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი 2 ოქტომბრის არჩევნების გზით დაამარცხონ. „ჩემი აზრით, ნებისმიერი სხვა საუბარი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არის ამ ფოკუსის დაკარგვა. ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს ცვლის? ჩვენი ამოცანაა, მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, ვინც ხედავს, ივანიშვილის რეჟიმი…

მეტი...

“დედას ბუშტი გვიბრუნდება” – წულუკიანი სააკაშვილზე

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან დაბრუნებაზე საუბრის დროს ამბობს, რომ მას დამცინავი რეაქცია აქვს. ამ საკითხის შეფასებისას წულუკიანმა სააკაშვილს “დედას ბუშტი” უწოდა. “იმედი მაქვს, არავის ეწყინება, რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ არის თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეკდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა, რომ ამხელა კაცი, მგონი, დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება. მაგრამ ვნახოთ რა იქნება, თუ ჩამოვა ის დაკავებული იქნება, სადაც გადაკვეთს საქართველოს საზღვარს”, – განაცხადა…

მეტი...

“მამაჩემს ორდენიძეების ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი – „სუპერი 98“ და „ზიპოს“ სანთებელას მე მოგაწვდით” – კახა კალაძე

მამაჩემს ამ ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი – ,,სუპერი 98“ და „ზიპოს“ სანთებელას მე მოგაწვდით, – ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე ,,მთავარი არხის” ეთერში ბესიკ ფიფიასა და თამარ ორდენიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას. მისივე თქმით, გუშინ მომხდარი დაპირისპირება სერიალის ბოლო ეპიზოდი იყო. „საერთოდ არ ვიცნობთ ამ პიროვნებას, გუშინ იყო ბოლოს წინა სერია, ამიტომ მოიმარაგეთ ასანთი. არ ვიცნობ ამ ადამიანს, მეტი რა გითხრათ. მე რა შუაში ვარ, მიხედონ შესაბამისმა სამსახურებმა. მამაჩემს ამ ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს, გითხარით, მოიმარაგეთ საწვავი „სუპერი 98” და „ზიპოს“ სანთებელას მე მოგაწვდით”, – აღნიშნა კახა კალაძემ. ცნობისთვის,…

მეტი...

“სააკაშვილის გამოქვეყნებული ბილეთი ციხისკენ იქნება თუ მორიგი ფეიკი, ეს მის გამომქვეყნებელზე იქნება დამოკიდებული” – ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის შინაარსია, რამენაირად სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივოს. როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, სააკაშვილს ჰყავს მომხრეები, მაგრამ გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე. დეპუტატის თქმით, სააკაშვილის განცხადება არის პოლიტიკური შოუ და არჩევნების დღე იმიტომ აირჩია, რათა რამენაირად სტიმული მისცეს თავის ამომრჩეველს, არჩევნებზე მივიდნენ; მისივე თქმით, სხვა თვალსაზრისით ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია ჩავარდნილი აქვს, მათ არანაირი პოზიტიური კამპანია არ გააჩნიათ. „თუ ჩამოვა, მას კონკრეტული სამართლებრივი გადაწყვეტილება ელოდება. პრემიერმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და დაკავებული იქნება. ის, რომ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მოწოდებული არიან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა…

მეტი...

“ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩასვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი” – პრემიერი

“იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზით თბილისიდან რაჭაში ჩამოსვლა სამ საათში იქნება შესაძლებელი, რაც ძალიან დიდი კომფორტია ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ ასეთ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და მის გუნდს მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. „პირველ რიგში მინდა მივულოცო ამ მხარის მოსახლეობას ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, გზის დასრულება. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ახალი 51 კილომეტრიანი გზა. როგორც ბატონმა მინისტრმა აგვიხსნა, ეს დაჯდა დაახლოებით 110 მილიონი ლარი და რაც ყველაზე მთავარია, ამ…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოყვება რეაგირება, შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან” – კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ​როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. „ველოდებით. ხალხიც დახვდება ცხადია, მიესალმება მის ჩამოსვლას და შესაბამისი სამსახურებიც დახვდებიან. საერთოდ არ არის საინტერესო მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. ჩამოვა – ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და ვნახავთ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი. ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას, დაგეგმილია უამრავი პროექტი. თბილისში იქნება აღმშენებლობა, განვითარება სამუშაო ადგილები. ეს აინტერესებს ხალხს და მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, არ ჩამოვა მასზეა დამოკიდებული. ჩამოვა ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებზე,…

მეტი...

“კოალიციური მთავრობა აუცილებელია” – სალომე ზურაბიშვილი

9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგული გამომცემლობა „კვირის ჟურნალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს კოალიციური მთავრობა ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია. ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, დასრულდა თუ არა საქართველოში ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს. „პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.…

მეტი...

“მეთვრამეტე დაპირება არის ეს მგონი, ხან ზღვით გადმოდის და ხან ჰაერით” – მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე

“ქართულ ოცნებაში” ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შესაძლო შანსს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ეს არის კიდევ ერთი დაპირება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი არ შეასრულებს.  მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებით, ეს შოუს ნაწილია.  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის თემა წინასაარჩევნო სპეკულაციაა.  “მეთვრამეტე დაპირება არის ეს მემგონი, ხან ზღვით გადმოდის და ხან ჰაერით. გულთმისანი არ ვარ რას იზამს ეს ადამიანი, ნამდვილად არ ვფიქრობ მის ჩამოსვლაზე ან არ ჩამოსვლაზე. ეს სპეკულაციები, რომელსაც წინასარჩევნოდ აწარმოებენ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ არჩევნებს ემსახურება. დააკვირდება სიტუაციას, როგორი გარემო იქნება და იმის…

მეტი...

“მიშა ჩამოდის ორ ოქტომბერს, საღამოს, როდესაც უკვე იქნება ხმების დათვლის პროცესი და უბნები გასამაგრებელი” – პეტრე ცისკარიშვილი

ოპოზიცია გაძლიერდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნით და მთლიანად ოპოზიცია იზეიმებს გამარჯვებას ორში, ხოლო შემდეგ უკვე საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ისეთ დროს ემთხვევა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, როდესაც საარჩევნო უბნები იქნება გასამაგრებელი. „მიშა ჩამოდის ორში საღამოს, როდესაც უკვე იქნება უბნებზე ხმების დათვლის პროცესი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო შექმნა, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი დღემდე, რისთვის უნდა დაიჭირონ, პიჯაკების საქმისთვის თუ საპონი რომ იყიდა სხვა ქვეყნის პრეზიდენტისთვის. ასეთი აბსურდული საქმეები რომ არის შეთითხნილი…

მეტი...

“არავის მივცემთ საშუალებას რაიმე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს” – პრემიერი​

“ნებისმიერ პროვოკაციას ადგილზევე აღვკვეთავთ ისე, რომ არავის მივცემთ საშუალებას რაიმე ქაოსი შემოიტანოს არჩევნების დღეს” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნების დღეს სამართალდამცავების სრული მობილიზება იქნება, რათა არავითარი ექსცესი ან პროვოკაცია არ მოხდეს. “სახელმწიფო და მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას მშვიდ, კონკურენტულ პირობებში. გუშინ ვთქვი და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, საერთაშორისო პარტნიორების გასაგონად, რომ ჩვენი მთავარი ამბიცია არის, რომ რა თქმა უნდა ერთ-ერთი სამაგალითო არჩევნები იყოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები. ეს უნდა იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი, რომ არავის არავითარი კითხვა არ დარჩეს. რა თქმა უნდა ჩვენ დავიცავთ არჩევნების დღეს,…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა” – იაგო ხვიჩია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი შეიძლება, საქართველოში ჩამოვიდეს, მაგრამ სარისკოა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, „გირჩის“ ვალუტაზე. შეიძლება, ჩამოვიდეს, მაგრამ რისკის ნაწილია. დღეს „პორშეს“ ვათამაშებთ და თუ ჩამოვა, „პორშეთი“ შესაბამის ადგილას მივიყვანთ. გათამაშების გამარჯვებულს ერთადერთ პირობას ვუდებთ, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით „პორშე“ გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ. ციხემდე „პორშეთი“ ვერ მიაცილებ, იქ სხვა მანქანით…

მეტი...

“რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? შევა ციხეში” – ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი არ ჩამოვა. პრემიერის განცხადებით, სააკაშვილს ეშინია, რადგანაც მან იცის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონი აღსრულდება და ამას წინ ვერავინ აღუდგება. “რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? მინდა, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 584, კახეთში – 413, იმერეთში – 392

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 584, კახეთში – 413, იმერეთში – 392, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 216 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 877 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 339 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 185 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 609 340-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.0%,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 884 შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 185 პირს დაუდასტურდა, 2 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი, 27 კი გარდაიცვალა.

მეტი...