“უტოპიურად ჟღერს კოალიციის შექმნა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან გახარიასთან” – გიორგი ვოლსკი

მმართველი გუნდი კოალიციური მთავრობის შექმნას ამ ეტაპზე გამორიცხავს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და გახარიას გუნდთან თანამშრომლობა “ქართული ოცნებისთვის” უტოპიაა.

“მართალი გითხრათ, პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა მომამვალში სწორედ ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ დღევანდელ ვითარებას თუ გავაანალიზებთ, რომელი პარტიები არიან პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, უტოპიურად ჟღერს კოალიციის შექმნა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან გახარიასთან, რომელიც “ნაცმოძრაობის” ნაწილად იქცა,”- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

მსგავსი თემები