„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა” – იაგო ხვიჩია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი შეიძლება, საქართველოში ჩამოვიდეს, მაგრამ სარისკოა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადამიანს ვეძებ, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, „გირჩის“ ვალუტაზე. შეიძლება, ჩამოვიდეს, მაგრამ რისკის ნაწილია. დღეს „პორშეს“ ვათამაშებთ და თუ ჩამოვა, „პორშეთი“ შესაბამის ადგილას მივიყვანთ. გათამაშების გამარჯვებულს ერთადერთ პირობას ვუდებთ, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა, ერთი დღით „პორშე“ გვათხოვოს, რომ სააკაშვილს მოვემსახუროთ. ციხემდე „პორშეთი“ ვერ მიაცილებ, იქ სხვა მანქანით დადიან. საუბარია, რომ ამ ადამიანს ციხე კი არა, ტრიუმფი ელოდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები