საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 884 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 185 პირს დაუდასტურდა, 2 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 26 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი, 27 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები