“არსებულ ვითარებაში საგამოძიებო კომისია არის ანეკდოტი” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე საუბარი არასერიოზულია. „არასერიოზულია საერთოდ ამაზე საუბარი იმ ვითარებაში, როცა ერთადერთი საკითხია ვადამდელი არჩევნები და მელიას, რურუას, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საქმეების დახურვა. ამ ვითარებაში ეგ კომისია არის ანეკდოტი“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრით დაკომპლექტდა. კომისიის წევრები მმართველი გუნდიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. კომისია გასულ კვირას შეიქმნა, მას საქმიანობისთვის სამი თვე ექნება.

მეტი...

“ვირუსმა საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, თუმცა ამას ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ვირუსს ახასიათებს მუტაცია. მისივე თქმით, კორონავირუსმაც საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა, მაგრამ როგორც გამყრელიძე ამბობს, ამას ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. მისივე თქმით, ვირუსის მუტაციებზე საუბარი ინტენსიური მას შემდეგ გახდა, რაც ე.წ. ბრიტანული შტამი იქნა იდენტიფიცირებული. სწორედ ამ შტამთან დაკავშირებით გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  ბრიტანული შტამი უფრო მეტად ვრცელდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული და გამოვლენილია მათთან კავშირში მყოფი 31 ადამიანი. გამყრელიძის განმარტებით, უმრავლესობა ამბულატორიულად მკურნალობს. „მოგეხსენებათ, ამ ვირუსს, ისევე, როგორც ყველა ვირუსს, ახასიათებს მუტაციები. ამ ერთი…

მეტი...

„გაუმარჯოს საქართველო-უკრაინის საზღვარს ურალში“ – ოპოზიცია ოკუპაციის დღეს ეხმაურება

„უდავოდ ტრაგიკული დღეა, არა მხოლოდ იმის გამო რაც 100 წლის წინ ამ დღეს მოხდა, არამედ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ იქ ვართ,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი წერს: „არ მიყვარს ტრაგიკული პოსტების წერა, ამიტომ ჩემი პასუხი 100 წლის წინანდელზეც და დღევანდელზეც ასეთია: გაუმარჯოს საქართველო-უკრაინის საზღვარს ურალში,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ისინი საქმის სწრაფად გამოძიებასა და მოძალადეების დასჯას ითხოვენ.  “ჟურნალისტ ვახო სანაიას დაესხნენ თავს. მივიჩნევთ, რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა.  ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, “ქართული ოცნების” სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება.  ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით.   ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ…

მეტი...

“რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში ჩინოვნიკები ერევიან, თავი დაგვანებონ!” – მორაგბეები “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

“რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში ჩინოვნიკები ერევიან – ჩინოვნიკებმა თავი დაგვანებონ, მორაგბეები და სარაგბო საზოგადოება დაგვტოვონ რაგბთან მარტო,” – ამის შესახებ კლუბ „აკადემიის“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან ობოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალური და არამუნიციპალური კლუბები დღეს ზეწოლის ქვეშ არიან. „გუშინ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა სოსო ტყემალაძემ განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ ხელს ვუშლიდით ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაში, მაგრამ ჩვენ იქ ვიყავით ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად და გვინდოდა გაგვეგო ის ადამიანები და მათი გვარები თუ რომელ კლუბს წარმოადგენდა. ჩინოვნიკებმა თავი დაგვანებონ, მორაგბეები და სარაგბო საზოგადოება დაგვტოვონ რაგბთან მარტო. პირდაპირ ვიტყვი, რომ მუნიციპალური და არამუნიციპალური კლუბები დღეს არის…

მეტი...

“სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს?” – შალვა ნათელაშვილი

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს, დაივიწყოს, ტირანი ივანიშვილი რომ საფრანგეთის მოქალაქეა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „მე არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია ივანიშვილის ტირანული რეჟიმის შეფასებებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს, დაივიწყოს, ტირანი ივანიშვილი რომ საფრანგეთის მოქალაქეა. მათი მოქალაქე იყო, საფრანგეთის კონკრეტულად, ცენტრალური აზიის იმპერატორი ბოკასა, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა კაციჭამია და რომელსაც მაცივარში უპოვეს ბავშვების ხორცი. მაინცდამაინც სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს, ვერ გავიგე და ასე გააგრძელებს ნახევრად ზომიერი განცხადებების კეთებას? ასე აკეთებდა ევროპა მეორე მსოფლიო ომის წინ, როცა ფხანდა და…

მეტი...

“ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს” – გია ვოლსკი

ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დესტრუქციულ გზას თუ განაგრძობს, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა არ ექნებათ. „ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ. მათ არ შეუცვლიათ პოზიციები კაპიტოლიუმზე შეტევის დროს და ტრამპის იმპიჩმენტი დააყენეს დღის წესრიგში. როცა რეალობაზე ვსაუბრობთ, სახელმძღვანელოდ უნდა მივიღოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება. ეს არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და ამ ვითარებიდან გამოსვლის გზებზე, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებზე ვიმსჯელოთ.…

მეტი...

“მთავარია, დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს” – ნათია თურნავა

ახლა მთავარია, დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს. პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა რესტორნებს შიდა სივრცის გახსნისთვის მომზადებაში დაეხმაროს. „დღეს შემსუბუქების პირველი დღეა. დღეიდან სასტუმროები გაიხსნა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება ამ მომენტისთვის მომზადება ვერ მოასწრო, მაგრამ უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაიხსნან. რაც შეეხება რესტორნებს, 8 მარტიდან შიდა სივრცეებიც გაიხსნება, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენც, შრომის ინსპექციაც ვმუშაობთ, რომ ეს დარგი გახსნისთვის მოამზადოს. საქალაქთაშორისო…

მეტი...

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგმას ითხოვს

სომხეთის სამხედრო მაღალჩინოსნები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი კაბინეტის გადადგომას ითხოვენ. სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატულია მწვავე უკმაყოფილება ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და 30-ზე მეტი სამხედრო მეთაური, ნათქვამია, რომ „პრემიერ – მინისტრს და მთავრობას აღარ შეუძლიათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება”. „დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალები მოთმინებით იტანდა შეიარაღებული ძალების ცილისწამების მიზნით მოქმედი მთავრობის შეტევებს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი,“- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ძალადობას” – არჩილ თალაკვაძე

ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. „ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქზე“.

მეტი...

“ხვალინდელი აქცია არის უწყვეტი პროტესტის დასაწყისი” – გიგი უგულავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. „ჩვენ შევიკრიბეთ, რათა უკანასკნელი, ბოლო დეტალები გავიაროთ. ხვალინდელი აქცია არის უწყვეტი პროტესტის დასაწყისი. პროტესტი, ბუნებრივია, ეხება პირველ რიგში პოლიტპატიმრებს, რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ უფრო ფართოდ დგას ეს საკითხი: დღეს, საქართველოს გასაბჭოების 100 წლისთავზე ჩვენ კვლავ იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღეს არა მარტო 20 პროცენტია ოკუპირებული, არამედ მე-11 არმია პირდაპირ გვყავს ხელისუფლებაში. გაიშლება ბევრი კარავი. კარავი არ არის თვითმიზანი, მაგრამ არის საშუალება ადამიანებისთვის, გულანთებული პატრიოტებისთვის, დარჩნენ და ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებში. საპარლამენტო საქმიანობის პარალელურად, იქნება პიკეტები,…

მეტი...

“ხელახალი არჩევნები 20 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს” – ვეტერანი მორაგბეები “მედიაცენტრ მთავარში”

“მოთამაშეებს უკვე უჭირთ რომ თავისი მოვალეობა კარგად შეასრულონ,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ვეტერანმა მორაგბემ, ლევან ობოლაძემ განაცხადა. რაგბის კავშირის თავმჯდომარის ჩაშლილი არჩევნების შემდეგ, ხელახალი არჩევნები 20 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს. გუშინ, პროცესი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, არჩევნებში ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე მონაწილეობდა. ვინ დაიკავებს პოსტს, რომელზეც თვეებია სხვადასხვა კანდიდატი იბრძვის, ისევ ბუნდოვანია, ცოტა ხნის წინ მორაგბეების ნაწილმა სამომავლო გეგმებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  “საშეჯიბრო კომიტეტი პირდაპირ გაიძულებს რომ თამაშები შედეგს, ხელფასები კი არ არის. მოთამაშეებს უკვე უჭირთ რომ თავისი მოვალეობა კარგად შეასრულონ,”- განაცხადა ვეტერანი მორაგბემ, ლევან ობოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”  მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია…

მეტი...

„ხმებს ფიზიკურად დავიცავთ“ – ვეტერანი მორაგბეები „მედიაცენტრ მთავარში“

„გარე ძალებისგან მიმდინარეობს ზეწოლა კლუბებზე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ვეტერანმა მორაგბეებმა – პალიკო ჯიმშელიძემ და ლევან ობოლაძემ განაცხადეს. რაგბისტები ამბობენ, რომ ხმებს ფიზიკურად დაიცავენ. “მედიაცენტრ მთავარში“ ვეტერანმა მორაგბეებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს. “მიმდინარეობს ზეწოლა კლუბებზე რათა მათ არჩევნებში იოსებ ტყემალაძეს დაუჭირონ მხარი, რომელიც, რაგბის ოჯახისთვის უცხოა, ჩვენს ხმებს ფიზიკურად დავიცავთ. ზეწოლა და დაშინება მუნიციპალური კლუბების მიმართ ხორციელდება და მათ ძირითადად დაფინანსების მოხსნით ემუქრებიან, ამჟამინდელ სიტუაციაში რაგბის და მათ მომხრეებს ფიზიკური დაცვა სჭირდებათ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.“ – განაცხადეს მორაგბეებმა „მედიაცენტრ მთავარში.“ შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე…

მეტი...

თბილისის აქციებს ქუთაისის “კარავი” შეუერთდება

ქუთაისის საპროტესტო კარავი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ბულვაში, მერიის წინ არის განთავსებული თბილისში გადააქვთ. ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრქობის” ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით საპროტესტო კარავი, ხვალიდან თბილიში, პარლამენტის წინ განთავსდება და ქვეყნის მთავარი საპროტესტო ტალღას შეურთდება, რომლის მთავარი მიზანი, გიგა შუშანიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა. “ვუერთდებით თბილისში მიმდინარე აქციებს, პროტესტი გაგრძელდება ოპოზიციის და ქართველი ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებმადე, დარწმუნებული ვარ ყელა რეგიონი შეუერთდება საპროტესტო ტალთსს,” – განაცხადა ქუთაისი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი გვალიამ “მედიაცენტრ მთავართან.”

მეტი...

“ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიას თავს დაესხნენ, დაკავებულია 3 პირი

“ფორმულას” ტელეწამყვან ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავზე თავდასხმის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი – 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის – 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ…

მეტი...

“დეპუტატი ფრიდონ ინჯია კანონდარღვევის დამალვას რეესტრში დაჩქარებული ცვლილებით შეეცადა” – კომუნიკაციების კომისია

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრიდონ ინჯიას განცხადება, რომ კომუნიკაციების კომისიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, თავად წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, აღნიშნულს კი საჯარო რეესტრის 24 თებერვლის ამონაწერი ადასტურებს, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საჯარო რეესტრის ამონაწერი ცხადყოფს, რომ ფრიდონ ინჯია შპს „სისტემ ნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას 2021 წლის 24 თებერვლამდე იკავებდა. „სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ფრიდონ ინჯიამ არა დეპუტატობიდან კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში, არამედ მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის მიერ 23 თებერვალს გაკეთებული განცხადების შემდეგ, დაჩქარებული წესით 24 თებერვალს განახორციელა. ცვლილების შეტანისთანავე ინჯიამ მორიგი შეცდომაში შემყვანი განცხადება გაავრცელა, თითქოს…

მეტი...

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

შსს-ს განცხადებით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან სამინსიტო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი – 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის – 1985 წელს…

მეტი...

“მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო თხოვნით, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ შემსუბუქების ღონისძიებებს” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ შემსუბუქებებს. როგორც პრემიერმა განაცხადა, შემდეგი ნაბიჯები ეპიდვითარების შესაბამისად გადაიდგმება. “მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილებები რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შაბათ-კვირის ჩათვლით, ასევე დღეიდან რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები, ასევე შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად გაიხსნება საბაგიროები, საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, რესტორნები შაბათ-კვირის გარდა შიდა სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. არასასურსათო ვაჭრობა გაიხსნება შაბათ-კვირის ჩათვლით, მუშაობას განაახლებენ ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სპორტული კლუბები და ასე შემდეგ. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რა…

მეტი...

“მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გააძლიერონ ძალისხმევა დეესკალაციისკენ და საერთო ენა გამონახონ” – ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი

პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, – ამის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ. ველოდებით, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ…

მეტი...

“ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა” – ღარიბაშვილი

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნებისმიერი შეზღუდვის შემსუბუქება და მოხსნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯები ეპიდვითარების შესაბამისად გადაიდგმება. „მოგეხსენებათ, გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილებები რეგულაციების უმეტესობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით. დღეიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შაბათ-კვირის ჩათვლით, ასევე დღეიდან რეგულაციების სრული დაცვის პირობით, სამთო კურორტებზე იხსნება სასტუმროები, ასევე შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად გაიხსნება საბაგიროები, საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, რესტორნები შაბათ-კვირის გარდა შიდა სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. არასასურსათო ვაჭრობა გაიხსნება შაბათ-კვირის ჩათვლით,…

მეტი...

ვიცე-პრემიერები დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი იქნებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერები საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იქნებიან. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ დღეიდან გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი, ბატონი დავით ზალკალიანი და ივანე მაჭავარიანი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. დავით ზალკალიანს ვიცე-პრემიერის პოსტი აქამდეც ეკავა. კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელმაც მინისტრის თანამდებობა დატოვა.

მეტი...

ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათები პირველ ივნისამდე გადავადდა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათები პირველ ივნისამდე  გადავადდა.  ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. პრემიერის თქმით, შეღავათი  ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 000-ს მფლობელს შეეხება. “მინდა გაცნობით მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 000-ს მფლობელს შეეხება. ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 თბილისში, 43 იმერეთში, 36 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 თბილისში, 43 იმერეთში, 36 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 501 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 783 PCR ტესტით. „ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 362 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 269 800-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.28%, ხოლო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 470 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 269 800 შემთხვევა, მათ შორის 263 727 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 475-ია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 22 501 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 13 718, პისიარტესტი – 8 783. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,61 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,28 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,25 პროცენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 302 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 475-ს შეადგენს. დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 362 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 470 პაციენტი.

მეტი...

ვაქცინის მიღების ზუსტი დრო კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის შემოტანასა და ქვეყნის მზაობაზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას. „საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, კოვაქს-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი“,…

მეტი...

“გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება” – არჩილ თალაკვაძე

გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებისთვის სრული მზადყოფნა აქვს. მისივე თქმით, შეთანხმება მხოლოდ სამართლიან პირობებზეა შესაძლებელი. „ჩვენ აქამდე მოლაპარაკებები არ შეგვიწყვიტავს. გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში, ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, ამიტომ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, – განანცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

“ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ხალხისა და ერის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში,  იუნკერთა მემორიალთან განაცხადა. „დღევანდელი დღე, 25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავე დროს, მინდა, აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის, იუნკერებმა გასწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ამიტომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ არის დროებით ოკუპირებული, ჩვენი…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთასამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.ასევე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველაადმინისტრაციულ შენობაზე.ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმათბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთაოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ტრადიციულად, ყოველი წლის ამ დღეს,ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

მეტი...

“ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვურჩევ, შეწყვიტოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ახლა ქვეყანას გაძლიერება სჭირდება და არა დესტაბილიზაცია. „ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს, დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ამ ვითარებიდან გამოსავლად მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც საზოგადოების ნაწილმა აირჩია, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში, დისკუსია პარლამენტში გადავიტანოთ და იქ ვიმუშაოთ იმ მთავარ საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანას აწუხებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დეოკუპაციის პროცესი, განვაგრძოთ მუშაობა ეკონომიკური გამოწვევების მიმართულებით, მნიშვნელოვანია პანდემიური კრიზისის მართვა და სწრაფი…

მეტი...

“ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია დოზების სწორად განსაზღვრა, მომხმარებელი არ უნდა ხვდებოდეს ციხეში” – დიმიტრი ხუნდაძე

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და დოზები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი ხშირი მოხმარებიდან გამომდინარე. ცვლილებებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. “ზოგადად ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ დოზები იქნას სწორად გასაზღვრული და იყოს წყალგამყოფი ქედი, თუ სად არის მოხმარება და სად არის გასაღება. დასჯადი იყოს, რაც დასჯადია, ანუ მომხმარებელი არ ხვდებოდეს ციხეში მოხმარებისთვის, ნარკოტიკების გამსაღებელი ისჯებოდეს იმ სასჯელით, რაც მას რეალურად ეკუთვნის,” – განაცხადა…

მეტი...

ხე – ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები უქმდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, დავით ნოზაძეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.  უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს სატყეო რეფორმასა და „ტყის ახალი კოდექსით“ გათვალისწინებული ცვილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, – ამის შესახებ სატყეო საანეგტო ინფრომაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია,  ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა. ქვეყანაში მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელის დანერგვა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში,  ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყო.  ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, მოსახლეობა კი, შეძლებს როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ წლის ნებისმიერ…

მეტი...

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა წითელმა არმიამ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან გაიმართა, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად ახალგაზრდა იუნკერები იბრძოდნენ. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მთავრობას დაემშვიდობა

კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ მან სოციალურ გვერდზე დაწერა. როგორც ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი წერს, საქართველოს სჭირდება კონსოლიდაცია. „დადგა დრო როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. სულ ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, როდესაც ეს დღე დადგებოდა. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ჭკვიან, საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებულ პროფესიონალებს, ქალბატონებს და ბატონებს, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით.…

მეტი...

„მას მოუწევს პასუხის გაცემა“ – მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის  განაცხადებით, სახალხო დამცველს მოუწევს გასცეს პასუხი კითხვას – როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას სხვა შემთხვევაში. მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას მალე მოუწევს პარლამენტის წინაშე გამოსვლა. „ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს, როდესაც პირს გირაო აქვს შეფარდებული და ის ამბობს, რომ ამ გირაოს პირობებს არ შეასრულებს? ხელისუფლების მიერ რა პრეცედენტი უნდა დაიდოს? აქ ხელისუფლებამ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება? პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ უნდა მიიღოს, რატომ მოგვიწოდებს ყველა, რომ პოლიტიკისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები უნდა იყოს და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილ იქნას. ეს და სხვა კითხვები იქნება მთავარი კითხვები, რაზეც მას…

მეტი...