სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ნიკოლ ფაშინიანის გადადგმას ითხოვს

სომხეთის სამხედრო მაღალჩინოსნები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და მისი კაბინეტის გადადგომას ითხოვენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოხატულია მწვავე უკმაყოფილება ნიკოლ ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ გენერალური შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და 30-ზე მეტი სამხედრო მეთაური, ნათქვამია, რომ „პრემიერ – მინისტრს და მთავრობას აღარ შეუძლიათ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება”.

„დიდი ხნის განმავლობაში სომხეთის შეიარაღებული ძალები მოთმინებით იტანდა შეიარაღებული ძალების ცილისწამების მიზნით მოქმედი მთავრობის შეტევებს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი,“- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები