ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განაცხადებით, სახალხო დამცველს მოუწევს გასცეს პასუხი კითხვას – როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას სხვა შემთხვევაში. მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას მალე მოუწევს პარლამენტის წინაშე გამოსვლა.
„ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს, როდესაც პირს გირაო აქვს შეფარდებული და ის ამბობს, რომ ამ გირაოს პირობებს არ შეასრულებს? ხელისუფლების მიერ რა პრეცედენტი უნდა დაიდოს? აქ ხელისუფლებამ სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება? პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ უნდა მიიღოს, რატომ მოგვიწოდებს ყველა, რომ პოლიტიკისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები უნდა იყოს და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილ იქნას. ეს და სხვა კითხვები იქნება მთავარი კითხვები, რაზეც მას პასუხის გაცემა მოუწევს და ყურადღებით მოვუსმენთ“ – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.
მისივე თქმით, მას ამ კითხვებზე პასუხები არ ექნება.
„თუ ის პოლიტიკური მესიჯებით არ ილაპარაკებს, მას პასუხები არ ექნება. სახალხო დამცველს მოუწევს, პოლიტიკური მესიჯებით ილაპარაკოს სამართალზე. წარმოიდგინეთ, რა დონის პარადოქსია, სახალხო დამცველი თუ სამართალზე პოლიტიკური მესიჯებით ვერ ილაპარაკებს პასუხს ვერ გაგვცემს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.