„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე საუბარი არასერიოზულია.
„არასერიოზულია საერთოდ ამაზე საუბარი იმ ვითარებაში, როცა ერთადერთი საკითხია ვადამდელი არჩევნები და მელიას, რურუას, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საქმეების დახურვა. ამ ვითარებაში ეგ კომისია არის ანეკდოტი“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრით დაკომპლექტდა.
კომისიის წევრები მმართველი გუნდიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია. კომისია გასულ კვირას შეიქმნა, მას საქმიანობისთვის სამი თვე ექნება.