ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ისინი საქმის სწრაფად გამოძიებასა და მოძალადეების დასჯას ითხოვენ. 

“ჟურნალისტ ვახო სანაიას დაესხნენ თავს. მივიჩნევთ, რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა. 

ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, “ქართული ოცნების” სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება. 

ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით.  

ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია აწერს ხელს. 

მსგავსი თემები