გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებისთვის სრული მზადყოფნა აქვს. მისივე თქმით, შეთანხმება მხოლოდ სამართლიან პირობებზეა შესაძლებელი.
„ჩვენ აქამდე მოლაპარაკებები არ შეგვიწყვიტავს. გვაქვს სრული მზადყოფნა და ამ სამი თვის განმავლობაში, ყოველთვის გვქონდა მზადყოფნა, რომ სამართლიანი მოლაპარაკებები და სამართლიანი შეთანხმება ყოფილიყო, ამიტომ შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ სამართლიან პირობებზე. მე გარწმუნებთ, რომ ოპოზიცია საბოლოო ჯამში, პარლამენტში დაბრუნდება, ვინაიდან პარლამენტის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია შემდეგი პროცესის უზრუნველყოფა“, – განანცხადა არჩილ თალაკვაძემ.