“ნარკოპოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია დოზების სწორად განსაზღვრა, მომხმარებელი არ უნდა ხვდებოდეს ციხეში” – დიმიტრი ხუნდაძე

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.

ცვლილებების მიხედვით, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და დოზები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი ხშირი მოხმარებიდან გამომდინარე.

ცვლილებებს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს.

“ზოგადად ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ დოზები იქნას სწორად გასაზღვრული და იყოს წყალგამყოფი ქედი, თუ სად არის მოხმარება და სად არის გასაღება. დასჯადი იყოს, რაც დასჯადია, ანუ მომხმარებელი არ ხვდებოდეს ციხეში მოხმარებისთვის, ნარკოტიკების გამსაღებელი ისჯებოდეს იმ სასჯელით, რაც მას რეალურად ეკუთვნის,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები