თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდა ჩაკეტილი

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს ბოლო სამი წლის განმავლობაში, თხუთმეტამდე ძაღლი ჰყავდა ჩაკეტილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ცხოველებს არასათანადო პირობებში ამყოფებდნენ. მეზობლების მოთხოვნით, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ძაღლები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გადაიყვანა. გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

მეტი...

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში კორონავირუს „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვი 2 663-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე 27 200-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ 24 საათში 71 ადამიანი დაიღუპა, 2 600 ადამიანი კი საავადმყოფოებიდან გაწერეს. ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 77 600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო, ჩინელი ექიმები 88 000-მდე ადამიანს აკვირდებიან. ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ გასული წლის დეკემბერში განაცხადა. ვირუსი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. მსოფლიო მასშტაბით ვირუსს 2 699 ადამიანი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო…

მეტი...

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვება

საბჭოთა ოკუპაციის 99 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში, ადმინისტრაციულ შენობებზე და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სახელმწიფო დროშები დაეშვა. დროშები დაეშვა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა შენობებზე. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

მეტი...