შსს-მ ქართული მარშის ქმდებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ორგანიზაციის წევრებთან ერთად სახალხო დამცველის ოფისში 12 ნოემბერს მივიდა. სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველისგან მოითხოვდა, სახალხო დამცველს შეესწავლა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბავშვების მონაწილეობის საკითხი. ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველს მისი დაპატრიმრება სურს.

მსგავსი თემები