თუ მმართველი გუნდი დეპუტატებს მხარდაჭერას აიძულებს, ისინი პარლამენტს დატოვებენ – ხმაურიანი საკონსტიტუციო ცვლილება  

საპარლამენტო უმრავლესობა, სათათბიროდ უკვე იკრიბება.  დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა იმსჯელონ.  თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეები შეეცდებიან მოწინააღმდეგეებზე ზეწოლა განახორციელონ, გამორიცხული არ არის, უმრავლესობის რამდენიმე წევრმა მანდატი დატოვოს.

მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კატეგორიული წინააღმდეგია დეპუტატი დმიტრი ხუნდაძე. ის ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა რისკის წინაშე დადგება.

„ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან, რომლის ძირითადი ნაწილი დესტრუქციულია, ამ რისკზე ვერ წავალ და ვერ დავუშვებ, რომ ჩემი არასწორი გადაწყვეტილებით, ქვეყანა შევიყვანო ქაოსში. ჩემი მყარი პოზიციის შეცვლას ვერავინ შეძლებს. თუ შეძლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ ვყოფილვარ ძლიერი დეპუტატი, ვარ სუსტი დეპუტატი და სუსტ დეპუტატს არ სჭირდება მანდატი და პარლამენტის სავარძელი. ამიტომ, თუ ვინმე ამას შეძლებს, მანდატს ჩაგაბარებთ თქვენ“ – აცხადებს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.   

მსგავსი თემები