გურიაში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე პოლიცია ორ მამაკაცს ეძებს

  •  

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ ორ მამაკაცს, რომლებმაც გუშინ ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

გამოძიების ინფორმაციით, ცივი იარაღით შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა ბენზინგასამართის თანამშრომელს ჯიბიდან თანხის ამოღება აიძულეს და მიიმალნენ.

კონკრეტულად, რა თანხაზეა საუბარი, არ კონკრეტდება. სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა.

მსგავსი თემები