მედიის წარმომადგენლები ხვალ, 12:00 საათიდან, ვახტანგ გომელაურს პარლამენტთან დახვდებიან

ხვალ, 12:00 საათზე, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი მივა, მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ აქციაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, არ ჩაკეტოს პარლამენტის შესასვლელი კარი.

„ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდ მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ.

მსგავსი თემები