გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს 

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. 

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პარტიიდან აცნობეს, გიორგი გახარიას, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრ კახაბერ ქემოკლიძეს და გიორგი გახარიას პოლიტიკურ მრჩეველს ლევან დოლიძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრები ექნებათ სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

მსგავსი თემები