ნინო ლომჯარია პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს მომავალ კვირაში წარუდგენს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტს გასული წლის ანგარიშს მომავალ სასესიო კვირაში წარუდგენს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კი ანგარიშის განხილვა თერთმეტი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც ნინო ლომჯარიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, ხოლო მის რეკომენდაციებზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

დეპუტატებიდან კომიტეტის სხდომას დღის ბოლოს მხოლოდ მიხეილ სარჯველაძე ესწრებოდა. მას კომიტეტის სხდომა მიჰყავდა.

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა თითქმის თერთმეტი საათი მიმდინარეობდა. დღის პირველ ნახევარში მეტად იყვნენ დეპუტატები წარმოდგენილი, მათი მხრიდან იყო კითხვებიც, მაგრამ დღის მეორე ნახევარი უფრო იყო საქმიანი განხილვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად. მომავალ კვირაში განხილვა პლენარულ სხდომაზეც იქნება, სადაც დეპუტატებს სრული შემადგენლობით, შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები. ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია იქნება, რადგან ეს ანგარიში ყველა იმ აქტუალურ და მათ შორის პოლიტიკურ საკითხებს ფარავს, რასაც გასული წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მსგავსი თემები