ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით,  3 ივნისიდან, 08:00 – 12:00 და 17:00 – 20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა),  ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.

მსგავსი თემები