კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,22 პროცენტს შეადგენს

  •  

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3,22 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,71 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,68 პროცენტი.

დღეს „კოვიდ-19“ 1 056 პირს დაუდასტურდა, 1 071 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები