ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია დღეს იწყება

ჩინური წარმოების ვაქცინის – „სინოვაკით“ აცრასთან დაკავშირებით,  რეგისტრაციის ფანჯარა  დღეს იხსნება. საუბარია ტრადიციული მეთოდებით დამზადებულ ვაქცინაზე, რომელიც ხელმისაწვდომია 18 წლის მიღწეული ადამიანებისთვის.

რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყება. უშუალოდ აცრა კი 24 მაისიდან მოხდება. „სინოვაკის“ ვაქცინა ინაქტივირებული ვაქცინაა. აღნიშნული პრეპარატი საქართველომ ჩინური მხრიდან უსასყიდლოდ მიიღო.

მსგავსი თემები