ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცეცხლის შეწყვიტოს. როგორც ცნობილია, ისრაელი ცეცხლს ცალმხრივად წყვეტს.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი. ღაზას სექტორის მმართველი ორგანიზაცია „ჰამასიც“ მზადაა ისრაელთან ცეცხლი შეწყვიტოს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას თეთრი სახლიც გამოეხმაურა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას.

როგორც ჯო ბაიდენმა აღნიშნა, მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი  ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის შეაქო.

ცეცხლის შეწყვეტის გამო, ღაზას ქუჩებში პალესტინელები გამოვიდნენ და სკანდირებდნენ : „უფალი დიდია, მადლობა უფალს!“ მეჩეთის საყვირებიდან კი ისმოდა : “იერუსალიმის ხმლის” ბრძოლის დროს ოკუპაციის (ისრაელის) წინააღმდეგ გამარჯვება მიღწეულია. “

მსგავსი თემები