საქართველოში ვაქცინაციის მსურველი 45 000-ზე მეტი ადამიანია

სპეციალურ ვებ. გვერდზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 45 313 მსურველი დარეგისტრირდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი არჩევანს „ფაიზერის“ ვაქცინაზე აკეთებს და მათი რაოდენობა 43 446 ადამიანია.  რაც შეეხება „მოდერნას,“  მისი გაკეთების სურვილი 21 306 მსურველს გააჩნია; „ასტრაზენეკაზე“ კი  8 800 მოქალაქე დარეგისტრირდა.  

კიდევ ერთ – „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინას ნდობას  6137 ადამიანი უცხადებს; „ნოვოვაქსით“ ვაქცინაცია 4261-მა ადამიანს სურს; ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 2360 მოქალაქეს სურს, „სინოვაკით“ კი 524  ადამიანს.

მსგავსი თემები