ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების დაპირისპირების დროს ჟურნალისტები აივნიდან გადმოვარდნენ

ინციდენტი ჭყონდიდის ეპარქიაში – სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ “რუსთავის 2-ის”, “ტვ.პირველის”,”ფორმულას, “პოსტივის” ოპერატორები.

სხეულის დაზიანება მიიღო “ტვ.პირველის” სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. “მთავარის არხი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” ჟურნალისტს ემა გოგოხიას. 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმოყოფოში გადაიყვანეს. 

ინციდენტი მარტვილის ეპარქიაში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში  მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა.

შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ. 

მსგავსი თემები