“მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ეს ერთი საკითხია გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად” – გიგა ბოკერია

მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი დოკუმენტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას განმარტებით, ვადამდელ არჩევნებზე განსხვავებით წინა დოკუმენტისგან მკაფიო საუბარია.

„ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში რაც ვნახეთ, იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. საკვანძო საკითხში – პოლიტპატიმრების არის, ის ტესტი მოცემული რაც სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას აკეთებს ვინმე მთავრობიდან. არის მკაფიო ორივე ამ მთავარ პიროვნებასთან დაკავშირებით მელია და რურუაზეა საუბარი. უნდა ერთი და იგივე შედეგით სწრაფად, გათავისუფლების საკითხი გადაწყდეს. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია, ძალიან კარგია, რომ ამ დოკუმენტში მოცემულია. ასევე ძალიან კარგია, რომ განსხვავებით წინა დოკუმენტისგან გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ. მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად. მაგრამ აქ ამ ვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ივანიშვილის გარემოცვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ასეთი შემთხვევა მე არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყო დანიშნული ასეთ მნიშვნელოვან საკთხზე და ხალხი ვისაც მთავრობა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია არ გამოცხადდა, კომენტარს არ აკეთებენ. გვითხრან რატომ არ მოვიდნენ, რატომ არ სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს, მე დიპლომატებზე არ ვლაპარაკობ.

ტესტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა, არის ჩვენთვის მიუღებელი. ან პირდაპირი შეთანხმება ან პლებისციტი. ეს იმ კალიბრის საკითხია, ბუნებრივია ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ გვექნება კონსულტაცია, მათ შორის პოლიტსაბჭოს ყველა წევრთან, მათ მოსაზრებას მოვისმენ. ეს ვარიანტი არ არის მისაღები, ვადამდელ არჩევანთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი თემები