ლევან რატიანის მტკიცებით, მეგი ბაქრაძეს კლინიკაში შეყვანისას გულისცემა ჰქონდა

ლევან რატიანი მზადაა, გარდაცვლილი ექიმის, მეგი ბაქრაძის გამოძიების საქმეში მოწმის სახით ჩაერთოს და გამოძიებას ჩვენებაც მისცეს. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მეგი ბაქრაძე კლინიკაში შეყვანისას გარდაცვლილი იყო.

„ქალბატონი მეგი გადმოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგადის მიერ. ის შემოიყვანეს 19:45 წუთზე ჩვენს კლინიკაში. შემოყვანისას ის იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჰერმოდინამიკა იყო მკვეთრად არასტატიკური. ეს იმას ნიშნავს, რომ წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე ვერ ინარჩუნებდა ჰერმოდინამიკას. დაფიქსირდა, რომ პაციენტთან იყო ჰერმოდინამიკის მკვეთრი მოშლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი. სიკვდილი დგება როდესაც გული ჩერდება. ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას პაციენტთან იყო გულის ცემა. მდგომარეობა იყო კრიტიკული და შეუქცევადი. სამწუხაროდ, ეს გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციული დაავადებით. ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ვაქცინაციის შემდგომი გართულებებით გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ როდესაც მეგი ბაქრაძე ახალციხიდან თბილისში გადაიყვანეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.   

მსგავსი თემები