პროტესტი, ვადამდელი არჩევნები და კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან – ოპოზიცია აქციებს აახლებს

  •  

ოპოზიციური პარტიები დღის წესრიგს ამკაცრებენ, აქციების განრიგს ათანხმებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდიან. როგორც „ეროვნული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა ვადამდელი არჩევნები მათი ეროვნული ამოცანაა.

„დიახ, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მერე ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას. შემაჯამებელი აქცია 15 მაისს, თბილისში გაიმართება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“ – განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, არსებული რეჟიმი საკუთარი საზოგადოების ზეწოლას არ ექვემდებარება, რადგან, მისთვის მთავარია ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებაა.

„ეს ფასი ძალიან მძიმეა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ ჩვენი ეროვნული ამოცანაა ჯერ მივაღწიოთ იმას, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მერე ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და მერე დავიწყოთ გამოსვლა ამ კრიზისიდან. “ევროპული საქართველო” ამ პროცესის აქტიური მონაწილე იქნება ყველა ეტაპზე, ისე როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, იქამდე ყველა აქციაზე იმ მოქალაქეებს, ვისაც ესმის,რომ ახლა მნიშვნელოვანია პროტესტის მშვიდობიანად გამოთქმა, ვეპატიჟებით და მოვუწოდებთ, რომ ყველა ამ მშვიდობიან აქციაში მიიღოს მონაწილეობა. საბოლოდ კი, ასევე მონაწილეობა მიიღოს 15 მაისს, თბილისში დაგეგმილ აქციაზე”, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები