„ერთ-ერთი ვაქცინა მიღებულია აბორტის მსხვერპლისგან, ეს მიუღებელია“ – მიტროპოლიტი იოანე

სასულიერო პირი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის მიღებულია უმანკო ჩანასახისგან.

„არის სხვადასხვა ბაზაზე შესრულებული ვაქცინები. აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რომ ერთ-ერთი ვაქცინა არის აბორტის მსხვერპლისგან. უმანკო ჩანასახისგან აღებული ნაწილი შედის იქ. ეს ჩვენთვის მიუღებელია. კანიბალიზმის დონეზე მიდის უკვე, ძალადობით მოკლულის მიერ ჯანმრთელობას მივხედო. ეს სინოდზეც იყო განხილული – „ასტრაზენეკა’“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ , ს რუსთავში ეკლესიის კურთხევისას მედიასთან.

მისი თქმით, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელ ვაქცინას შემოიტანს, თუმცა, განმარტავს, რომ რელიგიური მოტივით სასულიერო პირებს და სხვებსაც შეუძლიათ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციაზე უარი თქვან.


მსგავსი თემები