აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მე-7 წლისთავს ეხმაურება და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„შვიდი წლის წინ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ნორმები, რომელთა მიხედვით თანამედროვე ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ასევე მეზობელ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც ყირიმში შეიჭრა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენის თქმით, დღეს აშშ განაგრძობს უკრაინისა და მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ისევე, როგორც კონფლიქტის დასაწყისიდან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უბრალო ჭეშმარიტებას: ყირიმი – უკრაინაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ აშშ არ ცნობს და არასოდეს აღიარებს ნახევარკუნძულის ანექსიას.
„ჩვენ, უკრაინასთან ერთად გამოვდივართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში აგრესიისთვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.