ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

  •  

დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირაში რეგულაციების შემსუბუქება დაანონდა.

„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო კოორდინაციით, მათი და ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები