„ქართულმა ოცნებამ“ სივრცე შეამცირა და შეავიწროვა“ – სალომე სამადაშვილი

ევროკავშირის ელჩის  რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა გრძელდება. ამ წუთებში, ევროკავშირის ელჩის სახლში ოპოზიციური ლიდერები არიან შეკრებილები და საერთო ენის გამონახვაზე მსჯელობენ. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ევროპელ დიპლომატებს აინტერესებთ, დიალოგისთვის რა რესურსი არსებობს.

„შეხვედრა გრძელდება ეს არის სამუშაო შეხვედრა. ფასილიტატორ ელჩებს სურვილი აქვთ, დაადგინონ, მხარეების პოზიციები. დღეს ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ასევე შეხვდებიან ხელისუფლებას და ცდილობენ, რომ დაადგინონ, არის თუ არა სივრცე იმისთვის, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ჩვენს ვსაუბრობთ მათთან ჩვენს პოზიციებზე, როგორც გვესახება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. ვერაფერ ახალ გეტყვით გარდა იმისა, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ სივრცე რაიმე შეთანხმებისთვის შეამცირა და შეავიწროვა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა მედიასთან.   

მსგავსი თემები