“საქართველოს მოქალაქემ თავის მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილია პარლამენტში” – გიორგი გახარია

ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების საკითხს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქემ ამ ადამიანებს თავისი ადგილი განუსაზღვრა და მათ პრობლემების მოგვარება დაავალა. ამიტომ, დეპუტატის ადგილი უნდა იყოს პარლამენტში:

“ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მანდატების გარდა დიალოგის საგანი არის უამრავი, ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ამიტომ, მე ასე ვუყურებ ამას, რომ დღეს საქართველოს მოქალაქემ თავის მანდატის ფარგლებში თქვა, რომ დეპუტატის ადგილი არის პარლამენტში, იქ იზრუნეთ ჩემზე, იქ იშრომეთ და მომიგვარეთ ის პრობლემები, რომლებიც მე მაქვს. ვიღაცას ესმის ეს, ვიღაცას – არა, ვისაც ესმის, შრომობს პარლამენტში, ვისაც არ ესმის, იმან ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები