„სამედიცინო სერვისების ხარისხი გაწერია გაიდლაინებში, თუმცა ყოველივე ამას აფასებს ექსპერტი თუ პაციენტის მხრიდან იქნა შეტანილი საჩივარი, 2013 და 2017 წლამდე ხარისხის შეფასებას ახდენდა გაერთიანებული სამედიცინო ასოციაციები, თუმცა მათ უარი თქვეს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ ნანა სანაიამ განაცხადა.
ექსპერტების მიერ საჩივრების შეფასებაზე უარის თქმის მიზეზად ნანა სანაია სხვა ფაქტორებთან ერთად მცირე დაფინანსებით ხსნის:
„2018 წლიდან შეფასებას აწარმოებდა თბლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ჩვენ დავინტერესდით რატომ განაცხადა უარი გაერთიანებულმა სამედიცინო ასოციაციებმა, ერთ – ერთი მიზეზი არის ის რომ თითო რეცენზიაზე კომისიის წევრს უხდიდნენ 33 – დან 35- ლარამდე, ასევე არ იყო დაფარული კლინიკისა და ექიმის მონაცემები.
ახლა გამოცხადებულია ტენდერი სამედიცინო საჩივრების განხილვის თაობაზე,“ – განაცხადა ნანა სანაიამ „მედიაცენტრ მთავარში.”
ნანა სანაიას ინფორმაციით პაციენტების მხრიდან სამედიცინო პერსონალის მისამართით წელიწადში 300 – 400 საჩივარი ფიქსირდებოდა:
„უნდა შეიქმნას ეთიკის კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ასევე იურისტები და ჟურნალისტები, რათა თითოეული შემთხვევა იყოს ხარისხიანად შესწავლილი და უკმაყოფილო არ დარჩეს, როგორც პაციენტი, ასევე ექიმი,“ – განაცხადა ნანა სანაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“
მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.