ე.წ. კარტოგრაფების საქმისთვის ბრალდებულებს ხვალ ბრალს დაუზუსტებენ  

„კარტოგარაფების საქმისთვის“ დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა ხვალ ბრალს დაუზუსტებს – საუბარი ბრალის შინაარსის დაზუსტებაზე, კვალიფიკაცია კი არ იცვლება.

როგორც დაცვის მხარის ადვოკატმა ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“  განუცხადა, აღნიშნული ინფორმაცია მას პროკურატურიდან მიაწოდეს.

„ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ხვალ  ბრალდების შინაარსის დაზუსტება უნდა მოხდეს. ცვლილება საქმის კვალიფიკაციას არ ეხება. წარდგენილ მუხლს იგივეს ტოვებენ, უბრალოდ აპირებენ ბრალის ფორმულირებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანონ. რა ცვლილებებზეა საუბარი, არ ვიცი. გაურკვეველია, როცა 4 თვის წინ, ადამიანები პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა იმ ბრალდების ფორმულირებით, რომელიც აღმოჩნდა, რომ 4 თვის შემდეგ დასაზუსტებელია. როგორც ჩანს, ისინი ჩამოყალიბებული არ იყვნენ, თუ რას ედავებოდნენ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმისთვის ბრალდებულებს პროკურატურა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას ედავება, რომელიც დავით გარეჯის ტერიტორიას უკავშირდება.

მსგავსი თემები