„თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყოველკვირეულად გაკეთდება კვირის შეფასება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, მდგომარეობის სამკურნალო ქსელში და შესაბამისად, მიიღება გადაწყვეტილებები. თუმცა, მნიშვნელოვანია, ბოლოს, ყველაფერი წყალში არ ჩაიყაროს.

„ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები, თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში. ასევე, ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია ჩანს, რომ ოდნავ დაკლების ტენდენცია აქვს დადებითობის მაჩვენებელს, მაგრამ ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის შედეგია და ამას ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე. ამიტომ, ყველა ჩამოვყალიბდით დაახლოებით და შევთანხმდით, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყოველკვირეულად უნდა ვაკეთოთ კვირის შეფასება – ეპიდსიტუაცია, ტესტირება, მდგომარეობა სამკურნალო ქსელში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

მსგავსი თემები