ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შვიდ პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განაცხადა.
ნემსიწვერიძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ ინფიცირებულ მოქალაქეებს.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ცხრა პაციენტი.