„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა“ – ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივანი ოკუპანტ რუსეთს ისევ მიმართავს და დაუყოვნებლივ ომის შეწყვეტიესკენ მოუწოდებს.  ანტონიო გუტერეშის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს მოლაპარაკების პროცესი.

„ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, განხორციელდეს საბრძოლო ტერიტორიებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაცია, მოხდეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და ადამიანის უფლებების პატივისცემა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი.

გუტერეშის შეფასებით, აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევა ამ სისასტიკის შესაჩერებლად.

„ომი იწვევს სამგანზომილებიან გლობალურ კრიზისს – საკვების, ენერგორესურსებისა და ფინანსების. რაც მალე დაიწყებენ მხარეები  დიპლომატიურ ძალისხმევას ამ ომის დასასრულებლად, მით უკეთესი იქნება უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოსთვის“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი.

 

მსგავსი თემები