“უკრაინა მუდმივად ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტს” – უკრაინის საგარეო უწყება

ზაზა გახელაძის დაკავების და დაჭრის  ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

უკრაინა რუსეთეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის სეწყვეტის შესახებ სეთანხმებას ახსენებს: „რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ასეთი პროვოკაციული მოქმედებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა და მიზნად ისახავს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სიტუაციის დესტაბილიზაციას. დაკავების, გატაცებების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის განხორციელების გზით, რუსეთი სისტემატურად და უპრეცედენტოდ განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევას. უკრაინა მუდმივად ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი დესტაბილიზაციის მომტანი მოქმედებები ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა, ისევე როგორც, უზრუნველყოს დაკავებული და დაჭრილი საქართველოს მოქალაქის დაბრუნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

მსგავსი თემები