“მიმაჩნია, რომ დღევანდელი ვითარება არის პირველი ტალღის ნარჩენები” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

“საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი კორონავირუსის ახალი შემთხვევების”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პირველი ტალღის ნარჩენები და ბოლო, მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა .

„საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი ახალი შემთხვევების, რომ ავიღოთ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა. ხშირად მსჯელობენ ეს არის პირველი ტალღა, თუ ეს არის მეორე ტალღის დასაწყისი, თუ რაღაცა. ამ მსჯელობასაც არა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირობითია, ვინ, რომელ ტალღას დაარქმევს. მიმაჩნია, რომ ეს არის პირველი ტალღის ნარჩენები, ბოლო, მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა შესაძლებელია, პირველი ტალღა ისე გადავიდეს მეორეში, რომ მათ შორის სერიოზული წყვეტა არც იყოს. საქართველოში სადღეისოდ არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი ახალი შემთხვევების. ბოლო დღეებში ყველაზე ბევრი იყო 13 და ეს ძალიან ცოტაა. საქართველოში ჯერ არაფერი საგანგაშო არ არის. მოსახლეობამ ეს არ უნდა გამოიყენოს ბოროტად. ის შეზღუდვები, ღონისძიებები, რომელიც რეკომენდებულია, ამ ახალი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და რომელიც აღარ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ იძულებითი წესით, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევასრულოთ ნებაყოფლობით. ჩვენ მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთეული და შეიძლება ოცამდე შემთხვევა სულ იყოს. ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი ამისთვის მზად არის. თუ ვინმეს დაემართება, ჩვენ მას ვუმკურნალებთ და დიდი ალბათობით განვკურნავთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ ეს ახალი შემთხვევები იყოს მცირე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები