რუსთავიდან თბილისის სპორტის სასახლის მიმართულებით მიკროავტობუსის მოძრაობა დროებით შეჩერდა

რუსთავიდან თბილისის სპორტის სასახლის მიმართულებით მიკროავტობუსების გადაადგილება შეჩერებულია. მძღოლები, კომპანია ,,ინტერტრანსისგან“ დაწესებული ყოველდღიური გადასახადის 55 ლარიდან 40 ლარამდე შემცირებას მოითხოვენ. 

კომპანიის ხელმძღვანელები და ამ მარშრუტზე დასაქმებული მძღოლებს თავდაპირველად შეთანხმდნენ, რომ 85 ლარიდან ყოველდღიური გადასახადი 55 ლარამდე შემცირდებოდა. კომპანიაში დასაქმებული მძღოლების განცხადებით, მათ ამ თანხის შემცირება კიდევ მოითხოვეს, რაზეც უარი და სამუშაო პროცესის შეჩერების მითითება მიიღეს.

როგორც „ინტერტრანსში“ აცხადებენ, ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან და 2 დღის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება, თუმცა მოგვიანებით მათგან აღნიშნული თანხის გადახდაზე კვლავ უარი მიიღეს.

მსგავსი თემები