დღეიდან საპარლამენტო კომიტეტებში 2020 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებების განხილვა იწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმოწერით ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვას, დღეიდან თავდაცვის კომიტეტი დაიწყებს. 248 გვერდიან დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ის ხარჯები, რომლითაც მთავრობა 2020 წელს სხვადასხვა სექტორის დაფინანსებას გეგმავს.

კორექტირებული ბიუჯეტი 15 მილიარდ 923 მილიონია. მთავრობა 2020 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების სახელფასო ფონდს 57 მილიონი ლარით შეამცირებს. მცირდება ცალკეული სამინისტროების დაფინანსებაც. შედეგად კი, ჯამურად, 600 მილიონი ლარის დაზოგვაა დაგეგმილი, რომლის უდიდესი ნაწილიც, სოციალურ ხარჯებს მოხმარდება.

„ქართული ოცნების“ წევრები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის დამტკიცებას თვის ბოლოს გეგმავენ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს.

მსგავსი თემები