ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით, ორი დღით, 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა დასაშვები იქნება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 და 28 აპრილს, გამონაკლისის წესით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

„როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა თბილისში,  რუსთავში, ბათუმსა და  ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები