„ნამწვი ზეთის გამოყენება იწვევს სიმსივნეს, მას ყიდიან და საკვებ პროდუქტებში იყენებენ“ – ხათუნა ახალაია

  •  

“ობიექტები, სადაც სწრაფი კვების წარმოება ხდება, გამოყენებულ ნამწვ ზეთს ყიდიან, რაც შემდეგაც, ის ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება და ლეტალურ  შედეგებამდე მივყავართ,” – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიმ განაცხადა.

ხათუნა ახალაიას ინფორმაციით გამოყენებული ზეთი უნდა ნადგურდებოდეს, თუმცა საქართველოში ასე არ ხდება:

„არ რეგულირდება ხშირად სად მიდის ნამწვი ზეთი, წესით გამოყენების შემდეგ უნდა ხდებოდეს მისი დასაწყობება ან განადგურება, თუმცა ამ სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონეები ამ ზეთს ყიდიან და მისი გამოყენება ხდება ქათმებისა და საქონლის საკვებად, ზეთს ურევენ საკვებში, რაც შემდგომ ისევ ადამიანის ორგანიზმში ხვდება,” – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

ახალია თურქეთის მაგალითსაც იხსენებს და ამბობ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე თურქეთის ჯანდაცვა მას შემდეგ აღმოჩნდა , რაც ექსპორიტებული კვერცხი ევროპიდან უკან დაუბრუნეს. „ თურქეთს ევროპამ ექსპორტირებული კვერცხი უკან დაუბრუნა, იმის გამო, რომ მასში აღმოჩნდა დიოქსინები, სწორედ ამის შემდეგ თურქეთის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაიამ განახორციელა კვლევა“ –  განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

სპეციალისტების აზრით ნამწვი ზეთის ხელახალი მოხვედრა ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა დაავადებებს და მათ შორის სიმსივნეს. რაც შეეხება დაბინძურებული ზეთის საკვებ პროდუქტში გადარევას, მისი თქმით, მეწარმეები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის გამოყენებულ საკვებ პროდუქტს კალორიულობა გაეზარდოს.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები