საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი ღამის საათებში გადაიკეტება.

„დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები