“საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომ ახალი ფრაქცია შევქმნათ” – თამარ ჩუგოშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას აანონსებს. დეპუტატი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად აპირებს ფრაქციის შექმნას.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ფრაქციის შექმნას, იმ დეპუტატებთან ერთად აპირებს, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები გასულ კვირაში პროტესტის ნიშნად დატოვეს.

“საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ახალი ფრაქცია შევქმნათ. გვარებს და დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, ძალიან პრინციპული და პროფესიონალია. ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, საკმაოდ კარგი რესურსი იქნება, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მსგავსი თემები