ბერლინის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს

  •  

ბერლინის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. სამართალდამცავ ორგანოებს სავარაუდო მოწმეებისგან ან მისი ნაცნობებისგან დამატებითი ინფორმაციის მიღების იმედი აქვთ.

პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რუსეთის 48 წლის მოქალაქის ფოტო, რომელიც დაკავებულია. ამასთან, გამოქვეყნდა მისი კუთვნილი ველოსიპედისა და სკუტერის ფოტოებიც.

გამომძიებლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიაწოდონ სამართალდამცავებს დამატებითი ინფორმაცია მამაკაცის გადაადგილების, ასევე მისი შესაძლო ახლობლების შესახებ, რაც პოლიციას საქმის გახსნაში დაეხმარება.

საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მისი სავარაუდო მკვლელი, 49 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. გერმანული მედია წერს, რომ გამოძიება შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.

მსგავსი თემები